თბილისის ნაწილს დენი არ მიეწოდებოდა - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
თბილისის ნაწილს დენი არ მიეწოდებოდა - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
22:29 24.05.2018
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სინათლის გათიშვა, ენგურჰესის ავრიულად გათიშვამ გამოიწვია.
"დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.


ამ დროისთვის ქ. თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე", - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა