საბურთალოს სასაფლაოზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საბურთალოს სასაფლაოზე ხანძარი ლიკვიდირებულია
16:31 24.05.2018
თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ბუჩქნარზე ცოტა ხნის წინ, სავარუდოდ, ახლოს მდებარე ნაგავსაყრელიდან გვრცელდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
„სანაგვეა სასაფლაოსთან, გადმოაგდეს იქიდან რაღაც, ცეცხლი წაეკიდა ბალახს და მერე მოედო მთელ ტერიტორიას“ - განაცხადა თვითმხილველმა.

ბეჭდვა