logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ევროპელი სპეციალისტები ქართველი ექიმებისთვის კოლპოსკოპიის გაღრმავებულ კურსს ატარებენ
ევროპელი სპეციალისტები ქართველი ექიმებისთვის კოლპოსკოპიის გაღრმავებულ კურსს ატარებენ
13:51 19.05.2018
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი ტრენინგი - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) დაიწყო. ტრენინგი ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება და მას ქართველი მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ონკო-გინეკოლოგები, ასევე, სკრინინგულ პროგრამაში მომუშავე ექიმები გაივლიან. სატრენინგო კურსს ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეული ექსპერტები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან და ლატვიიდან, ამ სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან ერთად ჩაატარებენ.

სატრენინგო კურსის გახსნაზე მის შინაარსზე და ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა ნათია ვერძაძემ და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ალიბეგაშვილმა.

“როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი წელს იუბილარია და დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ცენტრი ორიენტირებული იყო მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და მუდმივად ზრუნავდა სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ საიუბილეო წელს ცენტრი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით ხვდება. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მაღალხარისხიანი სერვისების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტსაც, შესაბამისად, დღეს ჩვენს გვერდით არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ტრენინგის გახსნაზე.

კურსის მიზანია ქართველი ექიმებისათვის ამ მიმართულებით თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები და ტენდენციები, კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, ტრენინგის მონაწილეები სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებს განიხილავენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის