logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი
მამუკა ბახტაძე: საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი
20:44 15.05.2018
საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი საქართველოსთვის.

"ზაფხულში განიხილება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მიმართულებით დაფინანსება გაზარდოს მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლების სექტორს. განათლების სექტორში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები. საჭიროა, რომ განათლების სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ვინაიდან, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება გადის სწორედ განათლების სექტორში წარმატებული რეფორმის განხორციელებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციები იყვნენ აქტიურად ჩართული განათლების სექტორის წარმატებულ რეფორმაში"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან ერთად კახეთში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტები, რომელთა მიზანს კახეთის რეგიონის განვითარება წარმოადგეს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განახლდა თელავი და ყვარელი. სტუმრებმა დღეს მოინახულეს ბატონის ციხე, რომლის რეაბილიტაცია სწორედ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ბატონის ციხის ახალაშენებული მუზეუმი.

"მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრები არაჩვეულებრივი ვიზიტით ვიმყოფებით საქართველოში. მშვენიერია, რომ დღეს თელავში ვიმყოფებით. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულიო თანამშრომლობა განსაკუთრებულია.

დღეს გავეცანით რეგიონალური განვითარების პროექტების შედეგებს თელავში, სადაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ასევე ვიხილეთ ის ბენეფიციარები, რომლებმაც ისარგებლეს ინვესტიციებით მსოფლიო ბანკისგან და ასევე ვნახეთ ის სარგებელი, რაც მიიღეს აქ მაცხოვრებლებმა. საინტერესო შეხვედრა შედგა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გავეცანით განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს," - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ჰოგანმა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის