logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პრემიერი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდება
პრემიერი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდება
17:07 15.05.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეიდან 3 წლის განმავლობაში სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი უნდა გაორმაგდეს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში გახდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს, როგორც ცალკე მდგომი, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევაფასებთ არსებულ საჭიროებას, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, ევროპული სტანდარტის მიხედვით, მოსახლეობის კონკრეტულ რაოდენობაზე გათვლითა და გეოგრაფიული განაწილებით, რათა მივიღოთ გეოგრაფიულად სწორი განშლა და ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის - ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. ამიტომ, შემუშავდება ამ ინფრასტრუქტურის მართვის, სუბსიდირების სპეციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე - სოციალური კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის დავალების შესაბამისად, არსებული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასება ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც დროში გაწერილი გეგმა მომზადდება, პრიორიტეტები თვისობრივად სხვა დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში სპორტსმენებისა და სპორტში ჩართული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯერ კიდევ, სპორტული აქტივობების მიხედვით, საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებლის ნახევარიც არ არის. ეს მაჩვენებელი დღეიდან 3 წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და ევროპულ მაჩვენებელს მივუახლოვოთ. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. ქვეყანაში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის შესაქმნელი კაპიტალური დანახარჯები, არამედ ეს აისახება მათ შორის სოციალურ მუხლებში, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე უკვე ბევრი აქვს ნამუშევარი ზოგიერთ უწყებას, მათ შორის თბილისის მერიას, სპორტისა და კულტურის, განათლების სამინისტროებს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, კარგი ინიციატივები აქვთ მომზადებული ცალკეულ ფრაქციებს, კერძოდ ფრაქციას - „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და ა.შ.

„ჩვენი მიზანია, ერთიან კონტექსტში მოვიყვანოთ ეს, მართვის ერთიანი მოდელი, ერთიანი კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ, როგორ უნდა იმართოს ეს ინფრასტრუქტურა. დღეს ეს ყველაფერი ძალიან გაბნეულია. ჩვენი ინფრასტრუქტურის 80% სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ია კერძო და ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის ერთიანი მართვის მოდელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართულობა, კამპანია, კონკრეტული აქტივობები, მათ შორის ყოველ შაბათ-კვირას და, რა თქმა უნდა, ბიზნესის, საქმიანი წრეების ჩართულობა ამ უდიდესი გეგმის განხორციელებაში უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. ეს საკითხი ხდება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურთან სამუშაო შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა