logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თბილისის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების თაობაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრო
თბილისის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების თაობაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრო
13:08 15.05.2018
თბილისის მერი კახა კალაძე კონფერენციას "გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობებში" დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობას ამ საკითხში გაწეული დახმარებისათვის.

"როდესაც გვყავს მრავალი წარმატებული, უნარიანი ქალი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და თუ საჭიროა, ვთხოვოთ კიდეც მათ, ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ამ პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებები ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა სწორედ ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც გენდერული თანასწორობის ნაწილში დედაქალაქის მერიაში უკვე გადაიდგა. მისივე თქმით, დამატებითი რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებელია, რისთვისაც დედაქალაქის მერია სრულ მზადყოფნაშია.

"შეიქმნა გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც ყველა რაიონული გამგეობა და საქალაქო სამსახური ჩართულია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით; დაინიშნა გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან; ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მონაწილეობენ ყველა თემატურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც იმართება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან; მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია გენდერული საკოორდინაციო სამსახურის წევრებისათვის სპეციალური სასწავლო კურსი; სხვადასხვა ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა; ზოგადად, დედაქალაქის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში იგეგმება ადამიანის პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა