საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
17:47 07.05.2018
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები დაიწყო.

5 და 6 მაისს გამართულმა ზონალურმა თამაშებმა ფრენბურთსა და ხელბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გამოავლინა.

ფრენბურთში დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებს ზუგდიდის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონი იღებდა მონაწილეობას: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, აფხაზეთი.

ფინალში ერთმანეთს ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლისა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება წილად ხვდა ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის გუნდს.

ერთმანეთს შეხვდნენ ვაჟთა გუნდებიც.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდების დაპირისპირება სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხელბურთში ზონალურ თამაშებს თბილისში „სპორტკომპლექსმა არენა 1“-მა უმასპინძლა.

ვაჟთა ფინალში ერთმანეთს ყვარლის N 1 საჯარო სკოლა და ქარელის N 1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტრესო თამაშის შემდეგ ფინალი ყვარლის საჯარო სკოლის გმარჯვებით, ანგარიშით 15 : 6 დასრულდა.

რაც შეეხება გოგონებს, დასკვნითი მატჩი ყვარლის N 2 საჯარო სკოლისა და გორის სოფელი ზერტის საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვება, ანგარიშით 8 : 2, წილად ხვდა ყვარლის N 2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს.
მაისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
ივნისში კი საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.

ბეჭდვა