მიხეილ ჯანელიძე- საქართველოს განათლების სისტემა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს
 მიხეილ ჯანელიძე- საქართველოს განათლების სისტემა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს
16:47 07.05.2018
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განათლების სისტემის რეფორმას, რომელიც პროფესიული ხარისხის ამაღლებას ემსახურება, დადებითად აფასებს. მისი თქმით, განათლების სისტემა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დასრულებისას განაცხადა.
"მივესალმები საქართველოს განათლების სამინიტროს ხედვას, რომელიც უკავშირდება განათლების სფეროს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას და განვითარებას. ჩვენი განათლების სისტემა უნდა დაეფუძნოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დასრულებისას განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და სამეცნიერო პროგრამების კუთხით ევროპული მოდელის ეფექტურად გამოყენებაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ისეთი პროგრამების ათვისებით როგორიც არის EღAშMUშ +, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი მომავალი არის განათლებულ საზოგადოებაში, ახლაგაზრდებში, რომელთაც შეუძლიათ თავიანი განათლებით სამუშაო ადგილების და საკუთარი ღირსეული მომავლის პოვნა საქართველოში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


ბეჭდვა