ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის შესახვევში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის შესახვევში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
12:40 05.05.2018
ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის შესახვევში გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„გამგეობის დაფინანსებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ,ერთ-ერთი კორპუსის წყალარინების შიდა ქსელიც შეიცვლება და ამ მონაკვეთზეც დაიგება ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა, ასევე, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სულ 2000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.ამ ეტაპზე 1 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება. კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარიკიდევ 700 კვ.მ ფართობზე დაიგება.


ბეჭდვა