იტალიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ
იტალიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ
12:26 05.05.2018
კომპანია „აგრიჯორჯიას“ მოწვევით საქართველოში ჩამოსული წამყვანი იტალიელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ. შტაბის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოქმედი მონიტორინგის სისტემა და ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუჩანო ტაველამ დადებითად შეაფასა შტაბის საქმიანობა და აღნიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მნიშვნელოვანია.

იტალიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სწავლებას ატარებენ.
ბეჭდვა