logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საბჭოს სხდომაზე თამბაქოს კონტროლის რეგულაციებზე ისაუბრეს
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საბჭოს სხდომაზე თამბაქოს კონტროლის რეგულაციებზე ისაუბრეს
20:47 30.04.2018
მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევის აკრძალვის წესი ამოქმედდება.

ამ საკითხს მიეძღვნა დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტშიჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელი სხდომა.

საბჭოს სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმაციები რეგულაციის ამოქმედებისათვის ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1-ლი მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ჩვენი მწეველი მოქალაქეები სოლიდარულები უნდაიყვნენ არამწეველი მოქალაქეებისადმი. ამ რეგულაციების შემოღებით იცვლება სოციალური ნორმა და პირველი სამი-ოთხი თვე იქნება კრიტიკული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოციალური დაძაბულობის გარეშე მოხდეს ეს და მივიტანოთ იმ პერიოდამდე, როცა ყველა მოქალაქე, მათ შორის მწეველებიც, შეიგრძნობენ ამ კანონის სიკეთეს და თვითონვე მოახდენენ კანონის ამ ნორმების დაცვას ისევე, როგორც ეს მოხდა უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძემ ისაუბრა იმ შესაძლო გამოწვევებზე, რაც კანონის აღსრულების შედეგად იქნება მოსალოდნელი. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც შეიძლება ამ რეგულაციების ამოქმედებას მოჰყვეს. მისი თქმით, ახალი რეგულაცია 15 წლის განმავლობაში ნაადრევი სიკვდილისგან დაიცავს 53 ათას ადამიანს, დაიზოგება 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი და გარემოზე მავნე ზემოქმედება საგრძნობლად შემცირდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი წარმოადგინა და ჩატარებული აქტივობები მიმოიხილა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის პროგრამების მენეჯერმა, კრისტინა მაუერ-სტენდერმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ასევე კანონის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

სხდომის შეჯამებისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ კანონის დანერგვის პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე ჩადგება იმ ქვეყნების რიგში სადაც მოქალაქეები აღნიშნულ საკანონმდებლო რეგულაციას შეგნებით მიუდგებიან და შეასრულებენ კანონებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა