logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
შვეიცარიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
შვეიცარიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
16:26 30.04.2018
შვეიცარიის ქ. ნოიშატელში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და შვეიცარიელ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა 100 წლის იუბილის აღნიშვნის გაზიარებისათვის.
საღამოზე სიტყვით ასევე წარსდგა კანტონ ნოიშატელის იუსტიციის, უსაფრთხოებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალენ ღიბო, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და კმაყოფილება გამოხატა აღნიშნული ღონისძიების ნოიშატელში ჩატარებასთან დაკავშირებით.
კონცერტს დირიჟორობდა შვეიცარიელი მაესტრო, ნიკოლას ფარინე. სოლო პარტია კი ცნობილმა შვეიცარიელმა მევიოლინემ, ალექსანდრ დუბახმა შეასრულა. საღამოს ესწრებოდნენ ნოიშატელის დელეგატი კულტურის საკითხებში პატრის ნოეშვანდერი და სხვა საპატიო სტუმრები.
კონცერტის დასასრულს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი ინსტრუმენტების გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტები შვეიცარელმა ოსტატმა კლოდ ლებემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით დაამზადა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც პირველი რესპუბლიკის შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს ასახავდა. გამოფენის სტუმრებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალას პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევების შესახებ დამოუკიდებელ საქართველოში. გამოფენის ფარგლებში საელჩოს ორგანიზებით მიღება მოეწყო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა