logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღნიშნა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღნიშნა
13:36 28.04.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) ჩართულობით, საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა. საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის წლევანდელი გზავნილია - „ვეტერინარის როლი საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად და სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ვეტერინარის როლის ზრდას ითვალისწინებს.

ღონისძიებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ვეტერინართა ასოციაციები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ლაბორატორიის, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე მომავალი ვეტერინარები. გაიმართა კონფერენცია და წიგნების პრეზენტაცია.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს. 2018 წლის გზავნილის – „ვეტერინარის როლი საარსებო პირობების გასაუმჯობესაბლად და სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ძირითადი რეკომენდაციაა განსაკუთრებული ზრუნვა ცხოველთა ჯანმრთელობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან.

ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ვეტერინართა მსოფლიო ასოციაცია (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) აწესებენ ჯილდოს, რომელიც გადაეცემა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ვეტერინარს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დარგის განვითარებაში. გამარჯვებული 15 ივნისს გამოვლინდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა