logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: წელიწადში ოპერაციისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის აშშ-ში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 შემთხვევა ფიქსირდება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: წელიწადში ოპერაციისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის აშშ-ში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 შემთხვევა ფიქსირდება
13:01 28.04.2018
ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ, მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.

მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა უაღრესად რთულ ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები , რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება. არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ გვხვდება. აშშ-ში წელიწადში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.

ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია.
სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს.

გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში, თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის