დღეს ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
დღეს ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
16:41 27.04.2018
სასტუმრო „ბომონდ გარდენში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) ჩართულობით, დღეს ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე გახსნის.
მოწვეული იქნებიან ვეტერინართა ასოციაციები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ლაბორატორიის, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე მომავალი ვეტერინარები. გაიმართება კონფერენცია და წიგნების პრეზენტაცია.
ღონისძიება 11 საათზე გაიმართება.


ბეჭდვა