„m2 უძრავი ქონება“ თელავში სასტუმროს ააშენებს
„m2 უძრავი ქონება“ თელავში სასტუმროს ააშენებს
18:09 03.04.2018
3 აპრილი, 2018 წელი - "მ2 უძრავი ქონება" მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალაქ თელავში 130 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. კომპანია თელავში განავითარებს სივრცეს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მ2-მა უკვე შეიძინა 8512 კვ.მ ტეროტორია, რომელზეც ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი, ძველი სასტუმრო "ინტურისტი" დგას.
სასტუმროების ქსელის განვითარება მ2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, მ2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს. თელავის სასტუმრო მ2-ის პორტფელში რიგით მეხუთე იქნება და ის კახეთის რეგიონში ტურისტების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.


ბეჭდვა