logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
 კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა
15:55 13.03.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, რამდენიმე ეტაპიანი ბაზრის კვლევა და ანალიზი ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100 %-იანი წილის შეძენაზე წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიზის შედეგების მიხედვით აღნიშნული ტრანზაქციის შემაფერხებელი გარემოება არ გამოიკვეთა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია „ჯეოსელსა“ და „სილქნეტს“ მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და ინდივიდუალურად უნდა აცნობონ. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს.
ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, რომ აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და მათ დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.
რაც შეეხება საბითუმო მომსახურეობის ბაზარს, კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით, მხარეები აღნიშნულ ბაზარზე ვერ შეზღუდავენ კონკურენტ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ, ვერ შეძლებენ საბითუმო მომსახურეობის ბაზარზე ფასებისა და პირობების გაუარესებას. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზარს „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის შეძენის ტრანზაქცია ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადია.
შეგახსენებთ, რომ შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“, შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე, კომუნიკაციებს ეროვნულ კომისიას თანხმობის მიღების თხოვნით 2018 წლის 6 თებერვალს მიმართეს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა
ინტერვიუ
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი