logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
თბილისის მერია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს
თბილისის მერია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს
11:19 13.03.2018
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

„თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევა და მიზანია, თბილისი თანამედროვე, კომფორტული ქალაქი იყოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვედით და თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, სამუშაო დღე ამ მიზნის განხორციელებისკენაა მიმართული. ჩვენ მიერ დასახელებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე.

„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დღესდღეობით, საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article