logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
  მთავრობამ ხილის წვენის და სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ რეგლამენტი მიიღო
მთავრობამ ხილის წვენის და სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ რეგლამენტი მიიღო
16:11 07.12.2017
საქართველოს მთავრობამ „ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო. რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის ნექტარის, ხილფაფის, ხილის კონცენტრირებული წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებაც, ასევე აკონკრეტებს მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.
მაგალითად, რეგლამენტის თანახმად, თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობელის გარეშე“ ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“; ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“, ან/და „100 %-იანი“ კი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით და სხვ.
ახალი დადგენილება ძალაში 2018 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ