logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: წელს ფერმერებს კარტოფილიდან მიღებული შემოსავალი გაუორმაგდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: წელს ფერმერებს კარტოფილიდან მიღებული შემოსავალი გაუორმაგდათ
17:07 12.10.2017
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კლევით ცენტრსა და კარტოფილი საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ერთობლივი განხორციელებული პროექტების გაცნობის მიზნით კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს, წილკანსა და ჯიღაურაში ესტუმრნენ. წილკნის ბაზაზე სტუმრებმა ინ ვიტრო ლაბორატორია და ორანჟერიები დაათვალიერეს, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ გადმოცემული კარტოფილის 78 კლონის განვითარებას დააკვირდნენ და საქართველოში მეკარტოფილეობის მდგომარეობაზე ზოგადი ინფორმაცია მიიღეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
ინ ვიტრო ლაბორატორიაში კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, მიკრომცენარეების სინჯარებიდან ორანჟერეაში გადარგვა ხდება. მათი გამოცდა კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიზანია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა, ბუნებრივი რესურსების დაცვა, კარტოფილის კულტურების განვითარების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს კვლევას და ინოვაციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და სხვა შესაძლებლობების განვითარებაში. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR). ეს კონსორციუმი აერთიანებს კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

„აღსანიშნავია, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.
რამდენიმე წელიწადში სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ უკვე ძალაშია და დაწყებულია რამდენიმე ფერმერული მეურნეობის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ“-განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article