logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მეუფე დანიელი: ის, რაც პატრიარქის ძალისხმევით გაკეთდა, სათანადო დაფასებას ითხოვს; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს მის ირგვლივ
მეუფე დანიელი: ის, რაც პატრიარქის ძალისხმევით გაკეთდა, სათანადო დაფასებას ითხოვს; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს მის ირგვლივ
09:48 12.10.2017
საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს.
როგორც მასშია აღნიშნული, წმიდა სინოდის სხდომა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია-II-მ გახსნა და 40 წლიანი პატრიარქობის შესახებ ისაუბრა.


„იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო; მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა…“- ბრძანა უწმიდნესმა.

საპატრიარქოს ცნობით, ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დანიელს.
მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 40 წლიანი მმართველობის პერიოდი; მან აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას. ისაუბრა იმის შესახებ ასევე, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია დღესაც ამ გზას ადგას. ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე; ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ისაუბრა საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო-სოციალური დაწესებულებების გამრავლების, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ცხოვრებაში.
… და ბოლოს, მეუფე დანიელმა დასძინა: – ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“.

სინოდმა დაადგინა:
მოწონებულ იქნას მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.
II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40 წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.

წმიდა სინოდმა დაადგინა:
საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ