logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ბექა მჭედლიშვილი: თავდაცვის სამინისტროს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება გრძელდება
ბექა მჭედლიშვილი: თავდაცვის სამინისტროს მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება გრძელდება
16:24 26.10.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილის განცხადებით, გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება.

„გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება, თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით...

ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "დელტას" და საავიაციო ქარხნის გაყიდვას, ეს მაშინ, როცა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს:

- თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად მუშაობენ. უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების და მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

- სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ “დელტა ტექსტილი” დააფუძნა. სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

- „დელტას“ სამშენებლო კომპანიამ „ჯარის ქალაქის - Army City“-ის მშენებლობა დაიწყო, სადაც სამხედროები ბინებს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ, ხოლო დარჩენილი თანხის გადასახდელად მრავალწლიანი, შიდა, უპროცენტო განვადებით ისარგებლებენ. (ჯარისკაცებს კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100 დოლარი იქნება)

- პირველად ისტორიაში საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა.

- სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა. რა თქმა უნდა, თავში ნახსენები "ინფორმაცია" არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია და არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - ეს არის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მენეჯმენტის ამოცანა, რომლის შესრულებაც წარმატებით მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, ვის არ აწყობს ეს და ვის ეჩხირება ყელში ყველა ის რეფორმა და სიახლე, რომელიც სულ რაღაც 1 წელიწადში განხორციელდა თითოეული ჯარისკაცისთვის და მათი ოჯახებისთვის!“-აცხადებს მჭედლიშვილი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა