logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად დისტანციური სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება
თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად დისტანციური სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება
14:39 20.05.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აქტიურად განაგრძობენ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. დღეს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი, რომლის სპიკერები იყვნენ როგორც ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტის ექსპერტები, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კურსში მონაწილეობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა ტონ ვან ლუნმა, რომელიც 2006-2007 წლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიის სამხრეთის რეგიონულ სარდლობას ხელმძღვანელობდა. გენერალმა განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების ტენდენციები და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში ნატოს როლი.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საერთო სასწავლო ციკლში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირებას ეფექტიანად ახორციელებს. ამ პროცესში სკოლას მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფი, ასევე ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის ჩართულობით და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დისტანციურად ჩატარდეს ვიდეო ლექციები, ონლაინ კურსები და მასტერკლასები შემდეგ საკითხებზე: საბაზისო კიბერუსაფრთხოება, სტრესის მიმართ მედეგობა, თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება - რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირი - როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების აქტორი, პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია. აქტივობებში ტრენერებად როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა