logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრომ დისტანციურად მომუშავე უწყების თანამშრომლებისთვის უსაფრთხო კიბერგარემოს უზრუნველყოფისთვის სპეციალური რჩევები შეიმუშავა
თავდაცვის სამინისტრომ დისტანციურად მომუშავე უწყების თანამშრომლებისთვის უსაფრთხო კიბერგარემოს უზრუნველყოფისთვის სპეციალური რჩევები შეიმუშავა
15:06 25.03.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. დისტანციური მუშაობის რეჟიმში თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო კიბერგარემო და კიბერრისკების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს თითოეულ თანამშრომელს. ამ მიზნით სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა სასარგებლო რჩევები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლის დახმარებითაც თანამშრომლების დისტანციური მუშაობის პროცესი უფრო უსაფრთხო გახდება.
გზამკვლევში იდენტიფიცირებულია სამი ძირითადი საფრთხე, რომელიც თან ახლავს დისტანციურ მუშაობას: სოციალური ინჟინერია, პაროლები და განახლებული ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. სახლში უსაფრთხო კიბერგარემოს შესაქმნელად შემუშავებული რჩევების მიხედვით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კომპიუტერების უსაფრთხოებას. გზამკვლევის რჩევები რეალური კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად ითვალისწინებს კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირებამდე სპეციალური უსაფრთხოების ზომების დაცვას; ვებ-ბრაუზერის, სმარტფონების, სოციალური ქსელების უსაფრთხოებას; ინფორმაციის ონლაინ განთავსების რეკომენდაციებს; სპამ წერილებისგან, ელ. ფოსტაზე მიმაგრებული ფაილებისაგან, ჯაშუშური პროგრამებისაგან და ვირუსებისაგან თავის დაცვას.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დეტალურად იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mod.gov.ge/cyber/file.pdf
ბიურომ ასევე შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც განთავსდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე:https://elearning.mod.gov.ge/
კიბერუსაფრთხოების გაცნობითი კურსის მიზანია თავდაცვის უწყების თანამშრომლების ინფორმირება კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ და საბაზისო ცოდნის მიღება, რომელიც საჭიროა კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად. კურსი 4 მოდულისგან შედგება. დაფუძნებულია რეალურ მაგალითებზე და მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას მომხმარებლებისთვის. კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი.
კურსი ამჟამად მუშაობს საპილოტე რეჟიმში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა