logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა
თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა
13:01 16.02.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა. ქართულმა დელეგაციამ წარმატებული შეხვედრა გამართა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან, სადაც ის უმნიშვნელოვანესი პროექტები განიხილეს, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება და მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. „შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზე: „შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, მათი მომზადების მაღალ დონეს, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოდის თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან“.

საერთაშორისო ფორუმის პარალელურად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. კანადელ, მონტენეგროელ, ლატვიელ, ბერძენ და ფინელ კოლეგებთან შედგა მნიშვნელოვანი საუბრები თავდაცვის ძალების მზადყოფნის, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის, ტოტალური თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობის შესახებ. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების აქტიური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა