logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ეცნობა
თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ეცნობა
20:07 02.12.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა.

თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღესვე, სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა თოკზე დაშვების, ხევის გადალახვის და კლდიდან დაშვების უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა და ერთადერთი ცენტრია რეგიონში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სამთო მომზადებას სთავაზობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა