logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა
თავდაცვის მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა
16:35 21.11.2019
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიას მოდერატორობას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უწევდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება: „2019 წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 27 წლისთავი აღინიშნება, 25 წელს ითვლის საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატს შორის პარტნიორობა, ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებიდან 10 წელი გავიდა. ამ 27 წლის განმავლობაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ განვავითარეთ ღრმა, მტკიცე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, ერთად გავიღეთ მსხვერპლი და მომავალშიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ მისიის შესრულებას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში“.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა: „9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიცაზია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.“

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველოს ნატოსთან სტრატეგიულ დისკუსიაშია ჩართული და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების პერსპექტივების განხილვას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დისკუსიის მონაწილეებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, სამხედრო განათლებასა და წვრთნებს, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა „სტრატეგიული მოთმინებით“ მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რაც ასახულია კონსტიტუციაშიც და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას. მინისტრმა მონაწილეებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართავს შეხვედრას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა