logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა
15:52 07.11.2019
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია დასრულდა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო დღის წესრიგის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ექსპერტებისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი შეფასებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონფერენციამ ხელი შეუწყო ბევრი საინტერესო იდეის გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას. მისი განაცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებისთვის.

„უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებთან გამკლავება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ერთიანობას მოითხოვს, რომელიც მიმართულია მზადყოფნისკენ, შეკავებისა და მდგრადობისკენ. ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუდმივი პოლიტიკური, პრაქტიკული და ფინანსური დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტაბილური სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გარდაუვალი განვითარებისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს. ეს არა მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მთელი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს, რაც ბუნებრივად აძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოსთან ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ყველაზე ერთგული, თავსებადი და სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა. საქართველო არამარტო იღებს ღირებულ გამოცდილებას, არამედ თავდაჯერებულად უზიარებს ინსტიტუციურ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენებით, რაც ზრდის ჩვენს ურთიერთთავსებადობას და ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს კი აისახება პრინციპით - მეტი ნატო საქართველოში, რაც პრაქტიკაში, საქართველოში ნატოს გაძლიერებულ ჩართულობასა და აქტივობებში გამოიხატება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ გზით საქართველო არა მხოლოდ გააძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, არამედ გაზრდის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში მის კონტრიბუციას. „ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავება ერთობლივი ძალისხმევითა და შეჯერებული შესაძლებლობებით არის შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველას, ვიმოქმედოთ ერთად, ერთიანი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ჩვენი უსაფრთხო მომავლის საწინდარია“, - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა ბათუმში გამართული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა