logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მეოთხე სესიაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მეოთხე სესიაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა
15:49 07.11.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) მეოთხე სესიაზე საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნის მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთო უსაფრთხოების პრინციპების ერთგულია, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი და ნატოს მომავალი წევრია. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ამყარებს, რაც ასევე ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შეუქცევადობის გარანტიაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა. „არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭიროა გავაძლიეროთ ეროვნული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, შევიმუშავოთ ჰიბრიდულ და პოტენციურ კონვენციურ საფრთხეებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომა. უკიდურესად რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს თავდაცვის ამბიციურ ტრანსფორმაციას, რომელიც ტოტალური თავდაცვისა და სტრატეგიული მზადყოფნის ამოცანებს ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ეფექტიანი და მდგრადი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს თავდაცვის რეფორმირების პროცესში დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო, რაც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას ეფუძნება და გულისხმობს მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სამხედრო განათლებას, სწავლებებს და შეიარაღების სისტემების გაუმჯობესებას.

„2020-2025 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინსფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მზადყოფნას და ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციასა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორიცაა მრავალეროვნული სწავლებების მხარდასაჭერად საწვრთნელი ინფრასტრუქტურის ნატოს სტანდარტებით მოდერნიზება და მზადყოფნის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სწავლებები. სიტყვის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. „ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც კონცენტრირებული იქნება უფრო დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებამდე“ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალმა რანდალ სიმონსმა, ნატოს თავდაცვის ინსტიტუციებისა და შესაძლებლობების განვითარების დირექტორმა მარკ დი პაოლომ და ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა