logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა
ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა
11:47 06.11.2019
ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს. მოწვეული სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ხოლო მთავარ მომხსენებლად ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი წარსდგა. კონფერენციის სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მიესალმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. "მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
დაარსების დღიდან "GDშჩ" საუკეთესო პლატფორმად იქცა თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვისა და დებატების თვალსაზრისით. ტრადიციულად, კონფერენცია მასპინძლობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.
კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა