საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბდულა ალ-მუტაირის უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
თავდაცვის მინისტრმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.