logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
12:03 29.10.2019
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო. ახალი ხელმძღვანელისთვის, რომელმაც ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად ზედა კიდურები დაკარგა, მძიმედ დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა და პრობლემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
ბუბა ლომუაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტში და სლოვაკეთში მატეა ბელას უნივერსიტეტში მიიღო. ბუბა ლომუაშვილი საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერა. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სროლებში მიიღო მონაწილეობა. რეაბილიტაციის ფარგლებში გამართული პროფესიული აქტივობა, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე, ვაშლიჯვარში გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა მძიმედ დაჭრილ სამხედროებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მათ მიზანში სროლაში ეხმარებოდნენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება დაჭრილი სამხედროების რებილიტაციისთვის მსგავსი სახის აქტივობებს მომავალშიც დაგეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა