logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს გვქონია
ლევან იზორია: ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს გვქონია
22:20 11.07.2019
ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პანელზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“ სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა.

მინისტრმა ყურადღება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა:

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულეთ ამბიციური რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული და ახლა შემდეგი სამწლიანი თანამშრომლობის ციკლისთვის ვემზადებით, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლა ტერიტორიული თავდაცვისთვის ვემზადებით, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებასა და შესაბამისად, პროვოკაციების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს: „სწორედ ამ მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დავიწყეთ, რომელიც თავდაცვითი ამოცანებისთვის ბატალიონების მომზადებასა და მათი ნატოს სტანდარტებით აღჭურვას ითვალისწინებს“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

„ჩვენ გვინდა შევქმნათ მყარი ფუნდამენტი, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოსთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ თანამშრომლობა აშშ-სთან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, გერმანიისა და საფრანგეთის მხარდამხარ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სწავლებების გაზრდილი მასშტაბის მნიშვნელობაზე, რომელიც შეკავების პოლიტიკის ნაწილია: „ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი როტაციული წვრთნა ჩავატაროთ საქართველოში ნატოს სხვა ქვეყნების მონაწილეობით, რაც ნიშნავს, რომ მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი საქართველოში უკავშირდება მეტ უსაფრთხოებას.“



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის