logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან
ლევან იზორია: ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან
22:06 11.07.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“.

ლევან იზორიამ ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა:

„ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან.“ მისი განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, რაც აღიარებულია ევროკავშირისა და ნატოს მიერ.

„სამი კვირის წინ, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს. არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ, თუმცა, არ აღნიშნულა არაფერი იმის შესახებ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ჩვენ ვცდილობთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ევროკავშირთან უფრო მეტ თანამშრომლობას“, - განაცხადა მან.

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში საქართველოს როლი:

„საკუთარ თავს აღვიქვამთ როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილს. ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში.“ თავდაცვის მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი აშშ-თან თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ორი კვირის შემდეგ ჩვენ საქართველოში გვექნება სწავლება “Agile Spirit”, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 14 მონაწილიდან, 4 შავი ზღვის ქვეყანაა. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია ჩავერთოთ როგორც ეკონომიკური და სამხედრო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან, როგორც მთავარ პარტნიორთან, ქვეყანაში სტაბილურობის გაზრდასა და საფრთხეების შეკავებას ემსახურება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის