logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი სამხედროების პროფესიული გადამზადების პროცესს გაეცნო
თავდაცვის მინისტრი სამხედროების პროფესიული გადამზადების პროცესს გაეცნო
14:32 01.07.2019
საქართველოს თავდაცვის უწყებასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საკონტრაქტო პერიოდს ამოწურავენ, საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დასაქმების კონკრეტული პერსპექტივა ექნებათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა: „თუ გასულ წლებში ძირითადად ორიენტირებულები ვიყავით შიდაუწყებრივ მოთხოვნებზე, მომავალში გვინდა, აქ დაუფლებული უნარ-ჩვევებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, უწყების მიღმა, კერძო სექტორშიც დასაქმდნენ. დასაქმებამდე ისინი სპეციალურ ცენტრში პროფესიულ უნარებს იძენენ,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს შეხვდა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას იღებენ. მინისტრმა შემდუღებლის, ძრავის სპეციალისტის, სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და ელექტრიკოსის მოსამზადებელი სახელოსნოები მოინახულა. ლევან იზორია სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და სხვადასხვა აუდიტორიასა და ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა.

ახლო მომავალში თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდება. აღნიშნული მემორანდუმი სამხედრო პერსონალის კარიერის ტრანზიციის პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული განათლების მიღებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ათვისებას, რაც მათ სამოქალაქო სამსახურში დასაქმებას შეუწყობს ხელს. აქამდე მოქმედი მემორანდუმი კი, მხოლოდ იმ სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადამზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებდა, რომლებიც თავდაცვის ძალებში კონკრეტული სპეციალობებით მსახურობდნენ და მოთხოვნიდან გამომდინარე, სერტიფიცირებას საჭიროებდნენ.

ამჟამად „სპექტრში“ გადამზადებას თავდაცვის ძალების 35 წარმომადგენელი გადის. მთლიანობაში, პროფესიული მომზადების ცენტრებში „სპექტრი“, „გლდანი“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადამზადების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალების 71 წარმომადგენელი (47 სამხედრო მოსამსახურე და 24 სამოქალაქო პირი გადის). საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროფესიული მომზადების სასწავლებლებთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის