logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სამი წლისაა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) სამი წლისაა
12:57 29.06.2019
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუბილე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით დასრულების პროცესს და აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უწყობს ხელს. მინისტრმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის ვიზიტები აშშ-ში, იტალიასა და ბრიუსელში.

საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა მიმართა და სკოლის მიღწევებზე ისაუბრა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა კი თავადცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის