logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
 ლევან იზორია: ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკაა
ლევან იზორია: ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკაა
17:35 27.06.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.

თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკაა. „მარტო წელს, შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური ნატოს მხრიდან მაღალი სტრატეგიული დონის ვიზიტები საქართველოში, როგორიც გვქონდა; იქნება ეს ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის თუ უკვე ოქტომბერში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ნატო საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პარტნიორს, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, როგორ უჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და როგორ აღიარებს საქართველოს, როგორც წარმატებულ მოდელს სხვა ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს არის, ასევე მკაფიო დემონსტრირება იმ მთავარი პრინციპისა, რასაც მეტი ნატო ჰქვია საქართველოში და ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ნატოში წარმოდგენილი და უფრო მეტად იყოს ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. ყველა ეს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე ჩვენი აქტიურობა ემსახურება, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისე, რა თქმა უნდა, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანის მიღწევისთვის, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მისი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა