logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
კობახიძე: საქართველოს თავდაცვის ძალები არის არა მხოლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლო
კობახიძე: საქართველოს თავდაცვის ძალები არის არა მხოლოდ სამშობლოს დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლო
18:37 30.04.2019
„საქართველო აღარასოდეს შეეგუება არა მარტო თავისუფლების, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაკარგვასაც კი. ამ ბრძოლაში თქვენ-საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი ყველაზე საიმედო ავანგარდი ხართ“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამორჩეული სიმბოლოცაა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმპერიული სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ დაუცველნი აღმოჩნდნენ, ქართველმა ხალხმა სამშობლოს დასაცავად ქმედითი და ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობა მთელი სიგრძე-სიგანით გაიაზრა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გადატანილი სიძნელეები არ ჩამოუვარდება იმ ისტორიულ ქარტეხილებს, რომლებშიც ქართველ ხალხს უწევდა სამშობლოსა და თავისი თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციების დაცვა.

დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულების ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იცავს თანამედროვედ აღჭურვილი და გაწვრთნილი, სამშობლოზე შეყვარებული ქართული ჯარი.

ჩვენი შეიარაღებული ძალები არა მარტო სამშობლოს სადარაჯოზე, არამედ საერთაშორისო მისიებშიც ამტკიცებენ, რომ არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების სამხედრო ნაწილებს და შეუძლიათ ურთულესი ამოცანების შესრულება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის უპირველეს ამოცანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარმოადგენს, რაც, მისივე თქმით, არა მარტო პოლიტიკოსებისა და ჯარისკაცების, არამედ თითოეული ქართველის ყოველდღიური ზრუნვისა და შემართების საგანი უნდა იყოს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა სათანადოდ იყოს დაცული. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირის ქვეყნები და ნატო საქართველოს გვერდით დგანან.

ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა მიღწეული იქნეს დემოკრატიული და პროგრესული ძალების გამარჯვების საფუძველზე. საქართველო ვერ დაუშვებს დაბრუნებას იქ, საიდანაც თავის დასაღწევად არაერთი თაობის წარმომადგენლებმა გაწირეს თავი. დღევანდელ დღეს პატივი უნდა მივაგოთ სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, ჩვენს მებრძოლებს და განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ მათი ოჯახების მიმართ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის