logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: ახალი სამხედრო ქალაქი ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება
ლევან იზორია: ახალი სამხედრო ქალაქი ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება
17:38 30.04.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა დღეს ბინების მშენებლობის ახალი პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის მახათას მთაზე გამართეს. მათი განცხადებით, 700-მდე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში მახათას მთაზე არსებული მიწა გადაეცემათ. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება, ბინის საფასურის 40%-ს კი, სახელმწიფო დაფარავს.

„ბატონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და განსაკუთრებით, მას მინდა ვუთხრა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე პირადად და თითოეული თქვენგანი გრძნობთ -იქნება ეს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და მისთვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა, იქნება ეს ახალი სახელფასო პაკეტი, თუ დღეს უკვე ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით - ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება. ეს არის სწორედ თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბინათმშენებლობის პროექტს, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, საფუძველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩაეყარა და „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება. ახალი პროექტი ორიენტირებული იქნება ასევე, ახალგაზრდა თაობის მოტივირებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

„ეს არის იმ ღვაწლის დაფასება, რაც თქვენ ქვეყნის მიმართ გაგაჩნიათ, ზოგიერთი თქვენგანი 20 წელზე მეტია ემსახურებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ხართ მაგალითი ახალი თაობისთვის, იმ ახალი ოფიცერთა კორპუსისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია გაიარონ იგივე გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ. ამიტომ ეს დამატებითი მოტივაციაა მათთვის, რომ მომავალში შეძლონ გახდნენ მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები და უფრო მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები, რათა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან ადეკვატური სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ცნობით,  ბინებით უზრუნველყოფის პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე პროფესიონალი სამხედროების შენარჩუნებას.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანისა და ბატონი პრემიერის მიმართ, რომელმაც ეს იდეა პირველივე დღესვე აიტაცა და მაშინვე იყო მხარდაჭერა გამოთქმული, რომ აქ გაშენდებოდა სამხედრო ქალაქი, რომელიც ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის