logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: „რუსთავი 2“ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა
ლევან იზორია: „რუსთავი 2“ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა
16:31 15.04.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებულ „დეზინფორმციულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც, წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციაა.“
ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ, ნდობის ხარისხის შემცირებიკენ არის მიმართული:

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითიდღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული იმისკენ, რომ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ მართალია, უშედეგოდ, მაგრამ უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა:

„საუბარი იყო თითქოსდა იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს ყოველივე იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დეზინფორმაციის სხვა ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება:

„ახლახან მქონდა პარლამენტში შესაძლებლობა, მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში. როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს ჯარი რჩება ხორცის გარეშე და თითქოს ჯარი არ არის შესაბამისი უნიფორმით ჩაცმული, არ არის შესაბამისი სტანდარტების ბათინკები და ა.შ. არ ჩამოვთვლი იმ ნუსხას დეზინფორმაციებისა, რომელიც მე მესმის ყოველ კვირა, ჩვენი უწყების მიმართ. მინდა აღვნიშნო ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი ამბობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომაზე; მათ შორის, საქართველოს მიმართ. ეს დეზინფორამციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს. პირადად მე, ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად, რომლის უმრავლესობის მისწრაფებაა დასავლეთში ინტეგრაცია, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხადებების და დეზინფორმაციების გავრცელების საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ მხოლოდ ფაქტებით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის