logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ავღანეთში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია ხორციელდება
ავღანეთში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია ხორციელდება
18:18 08.04.2019
ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, 43-ბატალიონისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. მათ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით მიმართეს, მისიის წარმატებით შესრულება, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კონტრიბუციას, რითაც ქართველი სამხედროები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებასაც იცავენ. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში კონტინგენტთან ერთად მიემგზავრება. ღონისძიების დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კი, მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის