logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: მზად ვარ ეკატერინ ექვლივიძეს პირადადაც შევხვდე
ლევან იზორია: მზად ვარ ეკატერინ ექვლივიძეს პირადადაც შევხვდე
23:37 04.04.2019
„მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავის შესახებ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, რაზეც ლევან იზორია აცხადებს, რომ სამხედრო მფრინავი ქალის სამხედრო კარიერულ განვითარებაზე, სწორედ, თავდაცვის სამინისტრომ იზრუნა.

„თავდაცვის უწყებამ ეკატერინე ქვლივიძე 2017 წელს აშშ-ში კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიავლინა, რაც აშშ-ს 51 000 დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, მან გაიარა დამატებითი კურსები, რომელიც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს ათეულობით ათასი დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, არსებობს ნორმა თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს სამხედროს მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, ის ვალდებულია გარკვეული პერიოდი იყოს თავდაცვის ძალებში. მას ჩამოსვლისთანავე შესთავაზეს იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო. 4 თვის შემდეგ პირადი სურვილით, მიუხედავად გაფრთხილებაზე ხელმოწერისა, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის ოდენობით, ეს ხდება. მას ერთი წლის განმავლობაში, არცერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის არ მოუმართავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახური გარკვეულ ვალდებულებებთან, წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციებთან და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან არის დაკავშირებული.

„შეიძლება, გარკვეული ინფორმაცია არსებობს, რომელსაც არ ვფლობ, მზად ვარ პირადადაც შევხვდე მას. ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც კანონი გვავალდებულებს და თუ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, მას შეეძლო ამ ერთი წლის განმავლობაში ეთქვა“-აღნიშნა იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის