logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა
თავდაცვის მინისტრმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა
17:37 04.04.2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ლევან იზორიამ დეპუტატებს იმ ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და რომელთა გაძლიერება თავდაცვის უწყების პრიორიტეტად რჩება.

მინისტრმა ყურადღება აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ეროვნულ გვარდიასა და სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა.

ლოჯისტიკასა და აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, მან აქცენტი ავტონომიურობის ხარისხის გაზრდაზე, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, კონკრეტულად ამოცანით მართვის კონცეფციაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ცალკეული დანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს.

"ჩვენ ამოცანით მართვის კონცეფცია გასული წლის მიწურულს გამოვაქვეყნეთ. კრიზისულ სიტუაციებში მეთაურებს გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოთ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, არამედ, გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად. სიმბოლურად ჩვენ ამ პროცესს ცენტრალური მმართველობის პირობებში დეცენტრალიზებული აღსრულების მაღალ ხარისხს ვუწოდებთ", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ის ძირითადი სიახლე გააცნო, რაც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში, სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელდა: "თუ აქამდე სპეციალური ოპერაციების ძალების ლოკაცია განსაზღვრული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს უკვე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, 2 ბატალიონი არის წარმოდგენილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში".

ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა: "ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიული რეზერვის სისტემის საფუძველზე ახალი ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღიარება გვაქვს, გვსურს, ეროვნულმა გვარდიამ ტრნასფორმაცია განიცადოს და მომავალში მისი ორგანიზება სწორედ ტერიტორიული რეზერვის პრინციპის საფუძველზე მოხდეს", - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან იზორიამ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წამყვანი როლი გამოყო. სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის გარდა, მინისტრი კარიერული პერსპექტივებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხსაც შეეხო და ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიის მაღალი ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა.

ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარება დაასახელა და დეპუტატებს შვეულმფრენების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: " ამ რესურსით ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ სამხედრო ამოცანების განხორციელებას, არამედ, კრიზისების მართვის დროს მოქმედებას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაც დაასახელა. ლევან იზორიას ინფორმაციით, ნატოს მრავალეროვნული ბატალიონის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება: " ბოლო წელია მათთან ერთად ვამზადებთ ოცეულს, რომელიც მზად იქნება, ჩაერთოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში".

კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასთან დაკავშირებით კი, ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019 წელი თავდაცვის სამინისტრომ სიმბოლურად კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის