ლევან იზორია, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, I ქვეით ბრიგადას ესტუმრა
ლევან იზორია, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, I ქვეით ბრიგადას ესტუმრა
17:53 20.02.2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მედიის სხადასხვა წარმომადგენელთან ერთად, გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას ესტუმრა.

იზორიამ და მედიის წარმომადგენლებმა I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.

თავდაცვის მინისტრი, ჟურნალისტებთან ერთად, სამხედრო ბაზის სამზარეულოში სადილის მომზადების პროცესს დაესწო და საწყობში პროდუქტების მარაგი დაათვალიერა.

პროექტი - „მედია ჯარში“ უწყების გამჭვირვალობისა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

კამპანიის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სამხედრო ბაზას ეწვევა. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების დღის წესრიგს, სასწავლო პროცესს, საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა სიახლეებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობიან.

 

ბეჭდვა