საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელი სწავლება გაიმართა
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელი სწავლება გაიმართა
17:59 19.02.2019
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პრაქტიკულ სწავლებებში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას გაეცნენ.

„ალგეთში“ ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე ქვეითი ბატალიონი გადის, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. დღეს მათ სწავლების ფარგლებში გამართულ ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაში ავღანეთის ადგილობრივი მოსახლეობა განასახიერეს.

დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორები - გიორგი სიხარულიძე და იოსებ ნემსაძე საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრნენ.
43-ე ქვეითი ბატალიონი საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ შუალედურ შეფასებას გადის. სწავლებას სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების მომზადების ცენტრი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ხელმძღვანელობს. საველე წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, კონტაქტზე რეაგირებასა და სხვა სამშვიდობო ამოცანას მოიცავს.

ბატალიონის სწავლება საქართველოში 22 თებერვალს დასრულდება. საქართველოში შეფასების შემდეგ, გადასროლისწინა სწავლების ფარგლებში, სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.


ბეჭდვა