logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ლევან იზორია: მექნება შესაძლებლობა ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას ხელი მოვაწერო
ლევან იზორია: მექნება შესაძლებლობა ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას ხელი მოვაწერო
17:29 06.12.2018
თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, წელს პირველად შემუშავდა გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს.

„განვსაზღვრეთ 5 ძირითადი პრიორიტეტი - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, კონტრმობილურობის, არტილერიისა და სადაზვერვო შესაძლებლობის გაძლიერება. წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრმობილურობის მიმართულებით გერმანიამ სურვილი გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ამ ინიციატივას უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივები განხორციელდება სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და არტილერიის მიმართულების განვითარების კუთხით.

ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებაც ისაუბრა, რაც ეროვნული რესურსების მობილიზებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.

„უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს ჩვენ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის კომისია შევქმენით. ვმუშაობთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, რომლის პროექტსაც დეკემბერში წარვადგენთ და მომავალი წლის დასაწყისში ამ სტრატეგიას ახალი უშიშროების საბჭო მიიღებს. ეს სტრატეგია დაეფუძნება, სწორედ, ტოტალური თავდაცვის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება ცალკეული უწყებებისთვის ამოცანები და ფუნქციები“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. მინდა მადლობა ვუთხრა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელთანაც თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
Pleas creat article