logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ლევან იზორია: ყველაზე ამბიციური პროგრამა, რაც წელს დავიწყეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა
ლევან იზორია: ყველაზე ამბიციური პროგრამა, რაც წელს დავიწყეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა
17:01 06.12.2018
„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებით რეალურად შევქმენით მექანიზმი, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად მზად იყოს“ - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

ლევან იზორიას განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლებებსა და წვრთნებს, ძირითადად საერთაშორისო მისიების შესასრულებლად გადიოდნენ. მინისტრის განმარტებით, პროგრამაში მონაწილე ყველა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ უკვე მიიღო და მომავალშიც მიიღებს ახალ, გაუმჯობესებულ სახელფასო უზრუნველყოფას, 100-დან 500 ლარის ფარგლებში, მათი წოდებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ჩვენ უკვე ორი ბატალიონი ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად მოვამზადეთ. მათ გაიარეს შესაბამისი წვრთნები, იანვრიდან მესამე როტაცია დაიწყება. პირველი როტაციის ფარგლებში 32 ამერიკელი ინსტრუქტორი მონაწილეობდა, მეორე როტაციის ფარგლებში - 29, ხოლო ქართველი ინსტრუქტორების რაოდენობა 53 -დან 70-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ
ჩვენ დამოუკიდებლად, ჩვენი ინსტრუქტორების მეშვეობით შევძლებთ ანალოგიური სწავლებებისა და წვრთნების ჩატარებას. ასევე მნიშვნელოვანია აღჭურვის კომპონენტი. პრაქტიკულად ყველა ბატალიონი გაივლის შესაბამის მომზადებას, აღიჭურვება ნატოს შესაბამისი მსუბუქი ტექნიკით, ღამის ხედვის საშუალებებით და ასევე, უსაფრთხო კავშირგაბმულობის სისტემებით. ასე რომ, დაკომპლექტების, აღჭურვის, წვრთნისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ინსტიტუციონალური საფუძვლების განმტკიცების თვალსაზრისით, ამ პროგრამას უფრო ეფექტიანად შემდეგ წლებშიც განვახორციელებთ “, -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
Pleas creat article