logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ლევან იზორია: ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული
ლევან იზორია: ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული
16:31 06.12.2018
თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის რეფორმების შემაჯამაებელ გამოსვლაში ტოტალური თავდაცვის სისტემის ამოქმედების ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ხაზგასმით აღნიშნა. მათ შორის რეზერვის ახალი სისტემა და პროექტი „ჩვენი ჯარი“.

„ტოტალური თავდაცვის სისტემის დამკვიდრებისთვის და რეალიზებისათვის ჩვენ, როგორც უწყებათაშორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ისე საზოგადოების ჩართულობის მაღალ ხარისხსაც ვუზრუნველყოფთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით წელს საპილოტე პროექტის სახით ახალი რეზერვის სისტემა შეიქმნა, რომელიც ერთი თვის წინ ამოქმედდა. ასევე იგეგმება 10 წლის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა, სადაც რეზერვის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარება აისახება.

"წელს ტოტალური თავდაცვის პრინციპის ფარგლებში ახალი ინიციატივა დავიწყეთ, როგორიცაა პროექტი „ჩვენი ჯარი“. ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება სწორედ განათლებით, აღზრდით იწყება. გავეცანით რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ოფიცრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შეიარაღებული ძალები გვაქვს, რატომ ისწრაფვის ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა. წლის დასაწყისში, I ეტაპზე, ჩვენ 263 სკოლა მოვიცავით. II ეტაპი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოიცავს 383 სკოლას. I ეტაპზე 15 000 მოსწავლე იყო ჩართული, ხოლო II ეტაპზე 20 000-მდე მოსწავლე. ამ გამოცდილების საფუძველზე მომავალ წელს საპილოტე პროექტის სახით ვგეგმავთ დავიწყოთ არჩევითი საგანი - „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ერთადერთი ამ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მოზარდ თაობაში საფრთხეების იდენტიფიცირება, პასუხისმგებლობის გაძლიერება, პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება გახლავთ. რასაკვირველია, როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გვქონდა არის ერთ-ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ შეიძლება საფრთხის რეალიზება და ეს სახელმძღვანელოში ინფორმაციის სახით ერთ-ერთი კომპონენტი იქნება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან