logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ლევან იზორია: რეორგანიზაცია რუსეთთან ომის დროს მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული
ლევან იზორია: რეორგანიზაცია რუსეთთან ომის დროს მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული
16:27 06.12.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისას სტრუქტურაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია რუსეთთან ომის შედეგად მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული. იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები, როგორც ორგანიზაციული, ისე, საბრძოლო შესაძლებლობების თვალსაზრისით, ქვეყნის წინ მდგარი საფრთხეების ადეკვატური იყოს.

„როდესაც საბრძოლო შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მაქვს მეტი მობილურობა ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, მეტი ავტონომიურობა ცალკეული დანაყოფებისთვის და მხედველობაში მაქვს, სწორედ, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი და ამოცანის მართვის კულტურა. ეს რიგ შემთხვევებში, ცალკეული სიტუაციებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ ცალკეული დანაყოფის მეთაურს გადაწყვეტილებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა ჰქონდეს; აქედან გამომდინარე, სწორედ, ასეთ ორგანიზაციულ ფილოსოფიას ვნერგავთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში. თუმცა სათანადო საბრძოლო შესაძლებლობებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე ორგანიზაციულ ასპექტს და სამხედრო ტექნიკის სტანდარტიზაციას, რაც შემდეგს გულისხმობს: როგორც საბრძოლო (იქნება ეს ქვეითი, მექანიზირებული, თუ სატანკო ქვედანაყოფები), ისე საბრძოლო მხარდაჭერის ელემენტები (იქნება ეს ანტისაჰაერო, ანტისატანკო, სამხედრო პოლიცია, კავშირგაბმულობა თუ სხვა), თითოეულ დანაყოფში, თითოეულ ბატალიონში თანაბრად წარმოდგენილი იყოს. მოხდეს სტანდარტიზაცია. ამ მიმართულებების ფარგლებში ტექნიკაც თანაბრად განაწილებული იყოს. ანუ ყველას ჰქონდეს მექანიზირებული ელემენტი, ყველას ჰქონდეს თანაბარი ანტისაჰაერო ტაქტიკური შესაძლებლობები, ანტისატანკო შესაძლებლობები და ამით აქცენტი გავაკეთოთ სწორედ მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე.

საბრძოლო მოქმედებების ფილოსოფია იქნება სწორედ ის, რომ მტერს მიაყენო მყისიერი დარტყმა და შემდეგ გაარიდო თავი. იმისთვის, რომ ეს დარტყმა იყოს ეფექტური, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე შეიარაღების კუთხით, ისინი უნდა იყვნენ სტანდარტიზებული ყველა ქვედანაყოფისთვის, რათა ყველა ქვედანაყოფს, განსაკუთრებით ბატალიონებს, ასეულებს ადგილზე ტექნიკური, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. იმისთვის რომ მათ სიტუაციის შეფასების და ანალიზის საფუძველზე რაც შეიძლება ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმაც და სწორედ ამ ოპერატიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ჩვენ ვქმნით სწორედ შეიარაღებული ძალების ისეთ სტრუქტურას, სადაც ბრიგადებში, სწორედ მცირე ზომის ქვედანაყოფებზე, მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე და თანაბარ სტანდარტიზაციაზე გაკეთდება აქცენტები“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
Pleas creat article