logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში კონკურსს აცხადებს
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში კონკურსს აცხადებს
18:15 07.11.2018
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ ტესტირების გზით, მისამართზე - testebi.mod.gov.ge, ატარებს კონკურსს სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.

✓პროექტის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის პოპულარიზაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

✓დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს კონკურსისთვის რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართზე testebi.mod.gov.ge განთავსებული აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ.

✓ტესტები 90 საკითხს მოიცავს და 5 კატეგორიად იყოფა: სამხედრო ისტორია - 20 საკითხი; საერთაშორისო თანამშრომლობა - 20 საკითხი; თანამედროვე გამოწვევები - 15 საკითხი; სამხედრო სამსახური - 20 საკითხი; დროშები, სამხრეები და ტაქტიკური ნიშნები - 15 საკითხი.

✓საუკეთესო ათი მონაწილისთვის თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ განკუთვნილია „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“; გენერალ გიორგი მაზნიაშვილის „ჩემი მოგონებები“ და გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის „სამხედრო სკოლა“. ამასთან ერთად, მესამე საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე კომპანია „Time Georgia“-სგან ჯილდოდ Casio G-shock-ის საათს, მეორე საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე - სამხედრო ზურგჩანთას და მათარას, ხოლო პირველ საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ Lenovo-ს ნოუთბუქს მიიღებს.

✓საკონკურსო შედეგად ჩაითვლება მხოლოდ პირველი ცდით ტესტების ყველა კატეგორიაში მიღწეული ჯამური შედეგი. შედეგები გამოითვლება ტესტირებაში მიღებული სწორი პასუხების რაოდენობისა და ტესტების შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით. ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ ერთნაირი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, უპირატესობა მას მიენიჭება, ვინც უფრო ადრე დაიწყო ტესტების შესრულება. ტესტების შესრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აპლიკაციაში სარეგისტრაციო მონაცემების ხელახალი შეყვანით, კონკურსის ვადის ამოწურვამდე, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ ტესტების შესრულების გაგრძელებას. საკითხზე პასუხის დაფიქსირების შემდეგ, მომდევნო საკითხზე გადასვლამდე დახარჯული დრო და ტესტების ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადასვლის დრო არ აისახება ტესტების შესრულების დროზე. ტესტების ყველა კატეგორიაში მოცემულ საკითხებზე პასუხების გაცემის შემდეგ, აპლიკაციაში იხილავთ ტესტების სრული შედეგის ბმულს, რომელიც პირველი ცდით შესრულებული ტესტების შედეგს ასახავს. თქვენ შეგიძლიათ როგორც ტესტების სრული შედეგის, ისე, ტესტების კატეგორიების მიხედვით მიღწეული შედეგების „ფეისბუქზე“ გაზიარება.

✓კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 7 ნოემბერიდან 28 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულების სია 2019 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (mod.gov.ge) და თავდაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე (facebook.com/mod.gov.ge) გამოქვეყნდება. გამარჯვებულთა დაჯილდოება ამავე თვეს, თავდაცვის სამინისტროში შედგება.
➨კონკურსის ორგანიზატორთა რჩევაა, კონკურსში მონაწილეობამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mod.gov.ge) და საქართველოს სამხედრო ისტორიის პორტალზე (history.mod.gov.ge) განთავსებული ინფორმაციის გაცნობა, რომელიც კონკურსის მონაწილეებს წარმატებული შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიწეროთ მისამართზე ✉ pr@mod.gov.ge, თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე ან მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე ☏ 2 91 04 21.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის